ვუმზერ ჩეჩნეთის ლამაზ ლაჟვარდებს * და მზემ მარაო გაშალა თითქოს ვორი და * ამღერებულან კუშტი კოშკები * ბანს ეუბნევა ძირძველი ღილღოც ვორი და * გული მომპარა ქისტის ასულმა * სულიც იმისკენ გაფრენას ითხოვს ვორი და __LW_AT__
ვერ შემაჩერებს დედა ჭიუხი * ამაღამ უნდა გავექცე მითხოს ვორი და * მოგხურავ ნაბადს გათენებამდე * უკვალავ თოვლზე ცხენს გავახელებ ვორი და * გზით გათანგული მკლავზე დამენდე * და მე დაგითბობ გათოშილ ხელებს ვორი და.
თუკი მდევარი წამომეწევა * დაე ასრულდეს ნება ლაშარის ვორი და * გახსოვდეს მარად მიყვარდი ჩემო * არასდროს ვიყავ ცრუ და ლაჩარი ვორი და * თვალში ბურუსი როს ჩამიდგება * სულს მივაბარებ ძეს ღვთისას ქრისტეს ვორი და __LW_AT__
სხეულს სამშობლო იტირებს ჩემი * გული კი კვლავაც იფეთქებს ქისტეთს ვორი და...
Tłumaczony, proszę czekać..
